სარაგბო ზეიმის" ფარგლებში, ბათუმში ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების კონცერტი გაიმართა. ევროპის მოედანზე საღამო ადგილობრივმა ბენდებმა გახსნეს, მოგვიანებით კი მაყურებლის წინაშე სუხიშვილები წარსდგნენ.
საქართველოსა და იტალიის ეროვნული ნაკრებების ტესტ-მატჩი დღეს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
რაგბის იმ ქომაგებისთვის, რომლებიც ბათუმში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, ქვეყნის 24 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი დიდი მონიტორებზე მოეწყობა.