100 წლის კურსდამთავრებული

11 ივლისი 2022, 20:32 4887 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უხუცესი კურსდამთავრებული. 100 წლის დავით დავითაძეს შვილებთან და შვილიშვლებთან დღეს მშობლიურ უნივერსიტეტში უმასპინძლეს. სწავლა ჯერ კიდევ პედაგოგიურ უნივერსიტეტში 1948 წელს ისტორიის ფაკულტეტზე დაიწყო. ლექციებს კითხულობდა, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელში. იყო სახელმწიფო საგამოცდო კომიის თავმჯდომარე. დღეს დავით დავითაძეს უნივერსიტეტმა დაწესებულების უმაღლესი ჯილდო, შოთა რუსთაველის მედალი გადასცა. უფროსი კოლეგისგან ლექტორ-მასწავლებმა განათლების სისტემის თანამედროვე მოდელთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებებიც მოისმინეს

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში