ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტს ამზადებს

12 ივლისი 2022, 10:49 641 ნახვა

ევროკავშირი უახლოეს კვირებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეშვიდე  პაკეტის გამოქვეყნებას გეგმავს.  დიდი შვიდიანის ქვეყნების ლიდერები რუსულ ენერგომატარებლებზე ზღვრული ღირებულების  განსაზღვრის შესაძლებლობაზე იმსჯელებენ. ინიციატივა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ეკუთვნის.

ექსპერტების განცხადებით, ევროკავშირი ივლისის ბოლოს გეგმავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის მომზადებას. თუმცა, იგი არ შეეხება გაზსა და ატომურ ენერგიას. მთავარი შეზღუდვა  ოქროს ემბარგო იქნება.

გუშინ უკრაინის  პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი უკვე მომზადების პროცესშია. პოლონეთი გაზის ემბარგოს გამოცხადებს მოითხოვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში