ერთიანი ეროვნული გამოცდები ხულოში

02 ივლ 2026

ხულოში ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრი წელსაც ფუნქციონირებს.

დაბა ხულოს საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 

პირველ გამოცდაზე 48 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული,  გამოცდაზე 45 აბიტურიენტი გამოცხადდა.