
წელს პირველად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის გზით შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობით გამორჩეული ოცი წარმატებული ადამიანი გამოავლინა და სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა. გამარჯვებულებს სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი - ბრინჯაოს ქანდაკება „ოვაცია“ და ფულადი ჯილდო გადაეცა. ნომინაციაში „წლის მენეჯერი კულტურის სფეროში“ გამარჯვებულად აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე დასახელდა.
„წლის მუზეუმელი“ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი გურამ ჩხატარაშვილი გახდა. დღევანდელი, 12 დეკემბრის „კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ თეონა ზოიძე და გურამ ჩხატარაშვილი.