TAMARA თამარ შავერდაშვილი - ვოკალისტი, სიმღერების ავტორი

26 ნოემბერი 2022, 10:57 1506 ნახვა

TAMARA თამარ შავერდაშვილი - ვოკალისტი, სიმღერების ავტორი

 

TAMARA თამარ შავერდაშვილი - ვოკალისტი, სიმღერების ავტორი ტელე-მუსიკალური კონკურსების არცთუ სასიამოვნო მარათონის დასრულების შემდეგ შეუდგა საავტორო მუსიკის შექმნა. სიმღერები სადებიუტო ალბომისთვის საკმაო ხნის მანძილზე გროვდებოდა და 2019 წელს გამოქვეყნდა Colourful People. მის ხერხემალს ბლუზიური და ბლუზი-როკისთვის დამახასიათებელი ჰარმონია და ჟღერადობა ქმნის, თანამედროვე, ალტერნატიული არანჟირებით. მუსიკოს და პროდიუსერ არჩილ ბედიაშვილის სტუდიაში Fresh Fish Studio დაწყებული ჩაწერების პროცესი გაგრძელდა გიორგი გვარჯალაძის სტუდიაში Leno records. სწორედ აქ მიიღო სიმღერებმა ეს საბოლოო სახე თავად გვაჯის და არაერთი, საქართველოში დღესდღეობით საუკეთესო ინსტრუმენტალისტის მონაწილეობით. თამარ შავერდაშვილი ახალ რეპერტუარზე ფიქრის პარალელურად ახლად ჩამოყალიბებულ მუსიკალურ სკოლაში Tamara’s Space საკუთარ გამოცდილებას სხვას უზიარებს.