სტომატოლოგიური მომსახურების ფასები ზოგან მცირედით იზრდება

22 მაისი 2020, 20:10 2481 ნახვა

სტომატოლოგიური მომსახურების ფასები ზოგან მცირედით იზრდება. კლინიკებს, უსაფრთხოების  განსაკუთრებული  ზომების მიღება დაევალათ. ყველა პაციენტის  თერმოსკრინინგი, ხელების ანტისეპტიკური დამუშავება, პაციენტის  რისკის შეფასების კითხვარის შევსება და კიდევ რამდენიმე მოთხოვნა.

სტომატოლოგები ამბობენ, რომ მომსახურების საფასურის ზრდა, ძირითადად, ექიმების ეკიპირებისათვის საჭირო აღჭურვილობის გამო ხდება. საქართველოში რეგისტრირებული  1500 სტომატოლოგიური კლინიკიდან, გეგმური მომსახურების გაწევისთვის საჭირო შემოწმებაზე განაცხადი 300 -მა   გააკეთა, რომელთაგან ნებართვა დაახლოებით 175 -მა მიიღო. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი