27 დღეა აჭარაში COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

26 მაისი 2020, 14:04 842 ნახვა

30 აპრილია შემდეგ აჭარაში COVID-19 ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, კლინიკიდან კი ყველა ინფიცირებული პაციენტი უკვე გაწერეს.  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 135 ლაბორატორიული კვლევიდან, ყველა პასუხი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 51 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი 11 307 პირს ჩაუტარდა. ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1109 პირი.

 

 

ფოტო: მამო არძენაძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი