საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. ასეთია მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტებში 8 მლნ-მდე მგზავრი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადს 14%-ით აღემატება.
ყველაზე მაღალი ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. 11 თვეში აეროპორტი მოემსახურა მილიონ 165 ათას 767 მგზავრს, რაც 30%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ ვიზიარი ლიდერობს.
ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და მილიონ 309 ათასი 716 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.
