„სტრატეგია აღმაშენებელის“  წინასაარჩევნო     კამპანია  ბათუმში

01 აგვისტო 2020, 20:15 1357 ნახვა

პოლიტიკურმა გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლი“  ბათუმში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. გიორგი ვაშაძე დღეს აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა და დასაქმებულ მოქალაქეებს შეხვდა. სტრატეგია აღმაშენებელის  დამფუძნებელს თამბაქოს რეალიზატორებმა უთხრეს, რომ მათთვის აქციზის გადასახადი დამატებით პრობლემას წარმოადგენს. 

ვაშაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი წარმოება ამ გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს, ის ამ პრობლემის მოგვარების პირობასაც დებს და  აცხადებს, რომ საჭირო გეგმას, თამბაქოს მწარმოებლებს მალე წარუდგენს. გიორგი ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციას ცოტა ხნის წინ გამოეყო და არჩევნებში მონაწილეობას  თაკო ჩარკვიანთან ერთად გეგმავს. დღესვე გაიხსნა ბათუმში  პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“  რეგიონული  ოფისი.   აჭარაში ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ბექა დიასამიძე უხელმძღვანელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში