საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

11 მაისი 2016, 00:00 4946 ნახვა

დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოს საფინანსო- საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსს, ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოუსმინეს. ყველაზე მეტი შეკითხვა კანონმდებლებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან ჰქონდათ. კონკრეტულად კი დაინტერესდნენ როგორ ხვდება ბათუმი ტურისტულ სეზონს, როგორია მოლოდინი და რა  ღონისძიებები აქვს დაგეგმილი უწყებას. საფინანსო- საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია ყველაზე მკაცრი დღეს ბულვართან დაკავშირებით იყო. ისინი დაზუსტებით ითხოვდნენ ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოების დასრულების შესახებ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში