ომი უკრაინაში

25 ივლისი 2022, 11:28 764 ნახვა

უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებაზე რუსი ოკუპანტების იერიშები მოიგერია, ორ ადგილას კი ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკისა და ბახმუტის რაიონებში დასახლებული პუნქტები რეაქტიული არტილერიით დაბომბეს. ქალაქ ბახმუტის წინააღმდეგ რუსეთმა სამხედრო ავიაციაც გამოიყენა. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმიის ნაწილებს დანაკარგები აქვთ, თუმცა კვლავ ცდილობენ უგლეგორსკის თბოსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას. რუსული ჯარები ცდილობდნენ წინსვლას ხერსონის რაიონში, მაგრამ ზარალი განიცადეს და ქაოსურად უკან დაიხიეს. უკრაინელმა სამხედროებმა ხმელნიცკის რაიონის წინააღმდეგ ნასროლი ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში