ქობულეთში "აჭარა ტექსტილის" 50-მდე თანამშრომელი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს

28 ივლისი 2022, 17:08 1876 ნახვა

ქობულეთში, "აჭარა ტექსტილის" 50-მდე თანამშრომელი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და "ევექსის ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. მათ  სამედიცინო კველვა და მკურნალობა უტარდებათ.

მედიკოსების ინფორმაციით, 3 პირი რეანიმაციაში იმყოფება. 

თუ რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია ჯერ ჯერობით ამის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ არის. 

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში "აჭარა ტექსტილის" საწარმოში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.

შემთხვევის ადგილას შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან და მიმდინარეობს მიზეზების მოკვლევა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში