აჭარის ხელოვნების მუზეუმში იაპონელი მხატვრის, იჩირო კიკუტას იაპონური მელნის ფერწერის ნამუშევრების გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა.
ოკინაველი მხატვრის შემოქმედება ძირითადად მოიცავს იაპონური მელნისა და წყლის საღებავით შესრულებულ ნამუშევრებს, რომელთა მთავარ თემას წარმოადგენს იანბარუს ფლორა და ფაუნა.
გამოფენა, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმართება, საქველმოქმედო ფონდ ,,ლირას”, იაპონიის საელჩოს, აჭარის კულტურის სამინისტროს და აჭარის მუზეუმის მხარდაჭერით.
