სეს-მ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატები გადასცა

06 აგვისტო 2022, 10:05 804 ნახვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატები გადასცა.

აპარატებით ასოციაციის მეთხილე ფერმერები ისარგებლებენ. ტექნიკის ნაწილი გურიის რეგიონში ფერმერებს უკვე დაურიგდათ.

ფერმერები აგროკონსულტანტების რეკომენდაციებსაც მიიღებენ იმ შესაწამლი ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში