„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი 2025, 10:27 89 ნახვა

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გახსნითი პანელი – მაღალი დონის დიალოგი რეგიონის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მონაწილეობით იმართება.

სულ 7 თემატური პანელური დისკუსია გაიმართება და მასში რეგიონის ქვეყნების წამყვანი პოლიტიკური ლიდერები და ბიზნეს კორპორაციების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმს 73 ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატი ესწრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე