რუსული აგრესიის ამსახველი სტიკერები გააკრეს ბათუმში

08 აგვისტო 2022, 10:54 591 ნახვა

რუსული აგრესიის ამსახველი  სტიკერები გააკრეს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბათუმში.

ევროპის მოედანზე შეკრებილები ამბობენ, რომ ეს არის გზავნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღიად არ აღიარებენ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ისინი სხვადასხვა დაწესებულებასთან  მისვლას და რუსული აგრესიის შედეგების შეხსენებას რუსი ტურისტებისთვისაც აპირებენ.  

აქცია-პერფომანსი რუსეთ- საქართველოს ომიდან 14 წლის თავს ეძღვნებოდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში