აბრეშუმის გზის ფორუმის დისკუსიები და გადაწყვეტილებები მეტ შესაძლებლობას შექმნიან რეგიონალური თანამშრომლობისთვის - ალი ასადოვი

22 ოქტომბერი 2025, 13:08 128 ნახვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ პროექტებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გააკეთა.

„ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არა მარტო ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს, არამედ ერთობლივ სტრატეგიულ მიზნებს მიგვაღწევინებს და განვითარებას უზრუნველყოფს. ამ თანამშრომლობის საფუძველი იმდენად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობის წინაპირობაა, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი- ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენი და შაჰდენიზის მილსადენი. აღნიშნული პროექტები ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობის პანორამა არის უზრუნველყოფილი, დაცული და სანდო ენერგეტიკული პროექტის წინაპირობა ევროპის მიმართულებით“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ოფიციალური ბაქოს ინიციატივითა და საქართველოს აქტიური მონაწილეობით განხორციელებული პროექტი უკვე მნიშვნელოვან ასპექტად იქცა ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.

„იმდენ ქვეყანას მიეწოდება აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი, რომ თოთხმეტიდან ათი ევროპული სახელმწიფოა. ჩვენ ამ წარმატებას ვუმადლით საქართველოს და მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებითაც ახალ ნაბიჯებს ვდგამთ“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ძლიერ პარტნიორებად გვევლინებიან განახლებადი ენერგოწყაროების უზრუნელყოფის მიმართულებით კასპიური და შავი ზღვის ენერგომატარებელების ტრანსპორტის კონტექსტში. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის ორ მეზობელ ქვეყანას შორის საერთო ხედვისა და ერთგულების მაგალითი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე