1 ივლისის მდგომარეობით, "Covid"-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა

09 აგვისტო 2022, 11:16 994 ნახვა

2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, "COVID"-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა - ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს, აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 59%-ს, აღენიშნებოდა კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი – 25.6 %-ს, ხოლო ონკოლოგიური დაავადება კი 5.7 %-ს.

ანგარიშის თანახმად, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. შემთხვევათა 82%-ში  დაავადება გართულებული იყო პნევმონიით.

გარდაცვლილთა 79%-ს, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა. რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 29.1%-ს, ხოლო 21.7 %-ს, განუვითარდა გულის უკმარისობა.

ანგარიშის თანახმად, 1 ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა, ხოლო საქართველოში კორონავირუსით 15 103 ორსული დაინფიცირდა. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020-2022 წლების ანგარიშს აქვეყნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში