ჩაქვის გვირაბში ავარია მოხდა - არიან დაშავებულები

15 აგვისტო 2022, 14:10 6009 ნახვა

ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული მოქალაქეები კლინიკებში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

მასალა განახლებადია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში