ანხელ ნავაროს მასტერკლასი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

08 ნოემბერი 2025, 17:43 206 ნახვა

 

ფრანგი რეჟისორის ანხელ ნავაროს მასტერკლასი გაიმართა თემაზე “მარიონეტებით მანიპულაციის პრინციპების შესავალი“. შეხვედრაზე საუბარი იყო თოჯინური სპექტაკლების სპეციფიკაზე, მსახიობის ოსტატობასა და იმ პრაქტიკულ უნარებზე, რაც მარიონეტის პერსონაჟის ხასიათს ქმნის. 
მასტერკლასი ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.   რეჟისორის სპექტაკლი “გილდო, მხატვარი სიზმრებში  “ კი საფესტივალო პროგრამაშია და ჩვენება ღონისძიების გახსნის დღეს გაიმართა.
ამ წუთებში თოჯინების თეატრში ნიკოლოზ ლუარსაბიშვილის სპექტაკლი “ფიროსმანი“  მიმდინარეობს. ფესტივალის რიგით მესამე სეზონი 10 ნოემბერს დაჯილდოვების ცერემონიით დასრულდება. წელს საკონკურსო და არასაკონკურსო  ფორმატში 6 ქვეყნიდან 10 სპექტაკლია წარმოდგენილი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე