ილიაობასთან დაკავშირებით ბათუმში ღონისძიებები გაიმართა რომელშიც პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში მწერლებმა და პოეტებმა სიტყვით მიმართეს საზოგადოებას და ისაუბრეს ილიას ღვაწლზე. საღამო მუსიკალურად რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა, მაგდა მათითაიშვილის ხელმძღვანელობით გააფორმა.