ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი გავიდა – მის მშობლიურ ქალაქ ყვარელში დღეს „ილიაობა“ აღინიშნება. სახალხო დღესასწაულის დაწყებამდე მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები ყვავილებით შეამკობენ ილიას ძეგლს.
საზეიმო ღონისძიებები კი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც სამზადისი უკვე დასრულებულია. მოწყობილია ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და კულინარიული სივრცეები, ასევე გაიმართება კახური კულინარიული მასტერკლასები. დღის ბოლოს დაგეგმილია კონცერტიც.