ქობულეთში მოზარდი დაიხრჩო

15 აგვისტო 2022, 14:39 4117 ნახვა

ქობულეთის ზღვაზე 12 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით, 12 საათზე მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი ქობულეთში დასასვენებლად დედასთან ერთად, ქუთაისიდან იყო ჩამოსული.

მედიკოსების მცდელობის მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

 

 

 

მასალა განახლებადია.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში