პრემიერ მინისტრისა და გერმანიის ფედერალური პოლიციის დირექტორის შეხვედრა

29 აგვისტო 2022, 17:53 493 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორს, პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის თავმჯდომარეს შტეფენ რუსს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზებით, თბილისში პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის რიგით მე-18 კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დაცვის სამსახურებიდან 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციის მომხსენებლები მიმოიხილავენ უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს და სამსახურის სპეციფიკის ძირითად მიმართულებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში