უკრაინულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით რუსების საბრძოლო მასალის 5 საცავი გაანადგურეს

02 სექტემბერი 2022, 11:07 546 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით რუსების საბრძოლო მასალის 5 საცავი გაანადგურეს.

"განადგურებულია 102 რუსი ჯარისკაცი, ექვსი ტანკი, ჰაუბიცები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გრადი, მობილური 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი და რვა ერთეული ჯავშანმანქანა", - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის ავიაციამ იერიში მიიტანა რუსეთის სამხედროების სულ 18 სამეთაურო და საყრდენ პუნქტზე, საბრძოლო მასალისა და საწვავ-საპოხი მასალების საწყობზე და ლოჯისტიკურ საშუალებებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში