ევროპის საბჭომ ევროპარლამენტთან მიაღწია შეთანხმება 2027 წლისთვის რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ, რაც რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულების მცდელობის ნაწილია.
„ეს ახალი ერის დასაწყისია, ევროპის რუსეთისგან სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის და მილსადენებით გაზის იმპორტის იურიდიულად სავალდებულო, 2026 წლის ბოლოდან ეტაპობრივ აკრძალვას და 2027 წლის შემოდგომიდან სრული აკრძალვას.
2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტი 12%-ს შეადგენს, მაშინ როცა 2022 წელს უკრაინაში შეჭრამდე მისი წილი 45% იყო.
უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც კვლავ იღებენ რუსულ გაზს.
