უკრაინის პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ჩავიდა

05 სექტემბერი 2022, 11:19 419 ნახვა

ოლაფ შოლცმა ბერლინში დენის შმიგალს უმასპინძლა. უკრაინის პრემიერი გერმანიის დედაქალაქში  მას შემდეგ ჩავიდა, რაც გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კიევს დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფდა.

გერმანიის განვითარების მინისტრის სვენია შულცის განცხადებით, ეს თანხა  განკუთვნილია უკრაინაში დევნილთა დასახმარებლად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების საკითხსაც. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, შმიგალმა შოლცს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ევროკავშირისა და გაერო-ს სპეციალური მისიის გაგზავნა შესთავაზა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დენის შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირსა და რუსეთს შორის აღარ არის შუაში და უკრაინა ახლა ევროპისა და ევროპული ინსტიტუტების განუყოფელი ნაწილია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში