ბათუმელ გულშემატკივარს საქართველოსა და ბულგარეთის მატჩის ნახვა მონიტორზე შეეძლებათ

05 სექტემბერი 2022, 17:52 746 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხე ტურში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გულშემატკივარს შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ მონიტორზე შეეძლება. ჩვენებას "აჭარის პროექტების მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.

მატჩი ხვალ, 6 სექტემბერს თბილისში 21:00 საათზე დაიწყება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის ბულგარეთის ნაკრებთან გამარჯვება მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ რომ გუშინ ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თურქეთის ნაკრები ორი ოვერტაიმის შემდეგ 88-83 დაამარცხა და თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. 3 ტურის შემდეგ საქართველოს 4 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში