12 რეკომენდაცია უნდა იყოს ქართველი ლიდერებისა და ყველა ქართველის ყურადღების ცენტრში - კელი დეგნანი

06 სექტემბერი 2022, 13:19 487 ნახვა

საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

"ძალიან ნორმალური პროცესია, რომ არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, როგორ უნდა შესრულდეს 12 რეკომენდაცია. ძალიან ძლიერი სიგნალი იქნებოდა ევროკავშირისთვის, თუ მოხდებოდა ინტეგრაცია სხვადასხვა მოსაზრების, რომლებიც იყო წამოწეული. კარგი სამუშაო შესრულდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხი უნდა გასცეს საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ახლა ამოცანაა ამის გაერთიანება ინტეგრირებულ დოკუმენტში, რომელიც გამოხატავდა აქ, საქართველოში არსებულ აზრთა მრავალფეროვნებას. ევროკავშირის სურს ამ ერთიანი ხმის მოსმენა, როდესაც ბევრი ხმა ერთ ხმად არის შეკრული ამ 12 რეკომენდაციაზე საპასუხოდ. იმედი მაქვს, საქართველო მზად იქნება ამის წარდგენისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში