აჭარის ტელევიზია დღეს 38 წლის გახდა. პირველი გადაცემა აჭარის ტელევიზიის ეთერით მაყურებელმა 1987 წლის 4 ნოემბერს იხილა.
თავდაპირველად არხმა მაუწყებლობა კვირაში ორჯერ საინფორმაციო - მუსიკალური გადაცემებით დაიწყო. 1999 წლიდან კი ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს.
არხი 2013 წლამდე სამთავრობო, საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო, მეთორმეტე წელია კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით ფუნქციონირებს.