ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სკოლის დარბაზში ანსამბლ „სათანაო“-ს კონცერტი გაიმართა.
ანსამბლის რეპერტუარში საეკლესიო, ფოკლორული და ქალაქური სიმღერებია. შესრულდა საქართველოს ყველა კუთხესთან დაკავშირებული სიმღერები.
ანსამბლში სხვადასხვა თაობის შემსრულებლები არიან, ძირითადად კი „გალობის უნივერსიტეტის“ სტუდენტები და კურსდამთავრებულები.