მამა 20 წლის შვილს ქორწინებას აიძულებდა - დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

10 სექტემბერი 2022, 15:08 649 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ დმანისის რაიონში მომხდარი ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს - ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში