პრეზიდენტმა მესტიაში ტაძრის საგანძურის მცველები ღირსების მედლით დააჯილდოვა

12 სექტემბერი 2022, 11:26 583 ნახვა

პრეზიდენტმა მესტიაში ტაძრის საგანძურის მცველები, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე და უშგულის მუზეუმის თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად, ტაძრის და საგანძურის მცველებს ლილე გუგუსიანს, ზაურ გულბანს, მირონ ფირცხელანს, ომარ ქალდანს, იაროსლავ ჩხეტიანს, ტოტა ჭეხანს, რევაზ ხოჯელანს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილეს რუსუდან ჯაფარიძეს და უშგულის მუზეუმის თანამშრომელს ნანული ჭელიძეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის გადასცა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი