ქალი დეპუტატების მიმართვა პროკურატურას

14 სექტემბერი 2022, 19:35 640 ნახვა

ქალი დეპუტატები გენერალურ პროკურორს „სასამართლო სისტემის მართვაში დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენების თაობაზე“ ყოფილი მოსამართლის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ. მათ განცხადება პარლამენტში გააკეთეს. ირაკლი შოთაძეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით პარლამენტის 5- მა დეპუტატმა: თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ მიმართა. დეპუტატებმა შოთაძეს მოუწოდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საჯაროდ გააკეთოს განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე და საზოგადოებას აცნობოს პერიოდულად მისი პროგრესის შესახებ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში