"ქართულმა ოცნებამ" სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

14 სექტემბერი 2022, 17:09 562 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატურები, ამიტომ გთავაზობთ გუნდის გადაწყვეტილებას. ჩემი ხელმოწერით საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე. წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ, რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

საკანონმდებლო ორგანო კანდიდატებს მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში