იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 36.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

19 სექტემბერი 2022, 13:23 306 ნახვა

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 571.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 36.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.2 პროცენტით გაიზარდა და 2 487.1 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი, მესამეზე კი თურქეთი. ლიდერი საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალი კი უცვლელია – სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში