საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქედაში

21 სექტემბერი 2022, 11:30 484 ნახვა

საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა გაიმართა ქედაში. დეპუტატებმა იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლებიც საშტატო ნუსხაში შევიდა.  მათ შორისაა დადგენილება, რომლის მიხედვითაც 1 ოქტომბრიდან, საკრებულოს და მერიის თანამშრომლებს ხელფასის 30 ან 40% - მდე მოემატებათ.  ასევე დაემატა ახალი შტატი IV რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხების პოზიციაზე. ცვლილება შევიდა საპრივატიზაციო ნუსხაშიც. მერიას პროვატიზებისთვის 14 ერთეული ობიექტი აქვს გათვალისწინებული. მათ შორისაა, როგორც ავტომობილები, ასევე მიწის ნაკვეთები. სხდომაზე გადაწყდა, რომ სოფელ პირველ მაისში მდებარე 1500 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა სოფელ უჩხითში მცხოვრებ რესან ჟოჟაძის ოჯახს საცხოვრებლის ასაშენებლად გადაეცამა. ოჯახი გეოლოგიური დასკვნის მიზედვით მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს და ის ახალ ტერიტორიაზე საცხოვრებელს ააშენებს. ჟოჟაძე ხეზე კვეთის ოსტატია და ის სახელოსნოს აშენებასაც გეგმავს. დღესვე დეპუტატების მხარდაჭერით, ექვსი ბინა დაბა ქედასა და მახუნცეთის დასახლებაში მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცემათ.  ეს ოჯახები შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო დღემდე ვერ ისაკუთრებდნენ ბინებს და სახელმწიფო მათ ბინებს სიმბოლურ ფასად გადასცემს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი