დაანონსებული განათლების რეფორმა - პოლიტიკური შეფასებები

17 ოქტომბერი 2025, 15:05 268 ნახვა

დაანონსებული განათლების რეფორმა კრიტიკის საგანია საგანმანათლებლო და პოლიტიკურ წრეებში. რეფორმის ერთი ნაწილი  სკოლებში სწავლის ერთი წლით შემცირებას და ისევ 11 წლიან მოდელზე დაბრუნებას ითვალისწინებს, რაც მოსწავლეებს უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღებისას შეუქმნის ბარიერებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამით საქართველო ევროპული განათლების სისტემას დაშორდება და ქართულმა ოცნებამ 13 წლისა და განათლების 8 მინისტრის პირობებში ვერ უზრუნველყო ეფექტური სასკოლო განათლება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ქვეყნის პრიორიტეტია, რომ სტუდენტებმა განათლება საქართველოში მიიღონ. 

პრემიერმა იმ მოსწავლეებისტვის რომლებსაც უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღება სურთ ალტერნატივად მეთორმეტე კლასის სხვა ქვეყანაში დასრულება და შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარება დაასახელა, ასევე განაცხადა რომ შესაძლოა ადგილზე შეიქმნას რამდენიმე სკოლაში მე-12 კლასის დასრულების შესაძლებლობა.   

კობახიძის განცხადებით ყველა საკითხზე შედგება ჯანსაღი დისკუსია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში