გავაფრთხილეთ ყველა, რომ არავის შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ - პრემიერი

17 ოქტომბერი 2025, 12:33 144 ნახვა

ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, იდენტიფიცირების საშუალებაც გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვინც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული.

„ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში. ყველანაირად ვცადეთ, დაგვეზღვია ეს ადამიანები, თუმცა ისინი ჩაერთნენ დამხობის მცდელობაში, აგულიანებდნენ ამ ადამიანებს, შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული, რამდენიც ჩადიოდა ძალადობას, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში