აჭარის მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი

21 სექტემბერი 2022, 19:30 577 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობა ამ ეტაპზე 7 კანდიდატს სურს, განცხადებები ელექტრონულად ღამის 12 საათამდე მიიღება. შესაბამისად მონაწილეთა ზუსტი ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. სამი დღის შემდეგ დირექტორობის მსურველები კანდიდატებად დარეგისტრირდებიან, მრჩეველთა საბჭო კი მათგან დირექტორს ერთი კვირის ვადაში შეარჩევს. თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს  სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება. მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით ირჩევა და ოფიციალურად საქმიანობას 22 ნოემბრიდან შეუდგება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში