ლიტერატურული ფესტივალი "ზე-კართან"

23 სექტემბერი 2022, 20:03 842 ნახვა

ლიტერატურული ფესტივალი "ზე-კართან" გაიხსნა. პირველი შეხვედრა მწერლებმა და პოეტებმა ფურტიოში გამართეს. 

ფესტივალი მოიცავს საჯარო ლექციებს, ავტორები კი საკუთარ ლექსებსა და თხზულებებს წაიკითხავენ.

ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მაღალმთიან აჭარაში და ძირითადად ცნობილი შემოქმედები არიან მოწვეულები. წელს ფესტივალს 10 წელი შეუსრულდა. ღონისძიების პარალელურად წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. 

„ზე-კართან““ აჭარის განათლების სამინისტროს მიერ აჭარის ტერიტორიაზე გასამართი ფესტივალების გამარჯვებულია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში