ირანელი ქალების მხარდასაჭერად

24 სექტემბერი 2022, 20:00 644 ნახვა

ირანში საპროტესტო ტალღა არ წყდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე 35 ადამიანი.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ირანის ხელისუფლება, მათი განცხადებით საპროტესტო აქციებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არის 5 სამართალდამცავი.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები ირანში ერთი კვირაა მიმდინარეობს და ის 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა.

საპროტესტო აქციები ამინის მშობლიურ ქალაქში დაიწყო და ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გავრცელდა.

აქციებზე ისმის მოწოდებები ჰიჯაბის კანონისა და მორალის პოლიციის გაუქმებისკენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში