ჯემალ მიქელაძის პერსონალური გამოფენა

26 სექტემბერი 2022, 17:29 767 ნახვა

მხატვარ ჯემალ მიქელაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა ბათუმში. ექსპოზიცია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშია წარმოდგენილი. დამთვალიერებელს საგამოფენო სივრცეში მხატვრის მიერ შესრულებული როგორც პორტრეტები, ასევე ფერწერული ტილოები დახვდა.

გამოფენა აერთიანებს ავტორის სახელოვნებო, სამეცნიერო და ლიტერატურის მიმართულებით ნამუშევრებს. მათ შორისაა  ეთნოგრაფიული ექსპედიციის დროს გაკეთებული გრაფიკული ჩანახატებიც, რომელიც სხვადასხვა პერიოდშია შესრულებული.

ჯემალ მიქელაძის პერსონალური გამოფენა მუზეუმში 1 კვირა გაგრძელდება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი