საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს - საგარეო

28 სექტემბერი 2022, 13:37 526 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას "Twitter"-ზე ეხმაურება.

"საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში