აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ 42 ოჯახს დაეხმარება

28 სექტემბერი 2022, 17:57 564 ნახვა

შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 42 ოჯახს დაეხმარება.

კომისიის რეკომენდაცია მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. დახმარებისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან  463 350 ლარი გამოიყოფა. ფინანსურ დახმარებას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.

2022 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან დღემდე 153 ოჯახს ფინანსური დახმარების სახით  1 837 769 ლარი გამოეყო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში