ნატოს წარმომადგენელი ერგნეთში ჩავიდა

28 სექტემბერი 2022, 17:52 296 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვივნენ.

ხავიერ კოლომინას ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო, რომელმაც  ოკუპაციის შედეგად არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო ძალების გახშირებულ პროვოკაციებზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებების  და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.

ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა აღნიშნულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლის და ადგილზე საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომის საჭიროებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი