მიხეილ ყაველაშვილის ინტერვიუ ''დოიჩე ველესთან''

03 დეკემბერი 2025, 10:26 84 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ "დოიჩე ველესთან" - მიხეილ ყაველაშვილმა უცხოურ მედიასთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვს, მისი თქმით, 2030 წლისთვის ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად იქნება.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ გახდა ქვეყნისთვის საჭირო "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღება; ყაველაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ საქართველო შეუერთა ყველა სანქციას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში