საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

29 სექტემბერი 2022, 11:02 170 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია  ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაიმართა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, თსუ-ს რექტორი, მკვლევრები და ხელოვანები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი