სახალხო დღესასწაული „შუახევობა“

28 ოქტომბერი 2025, 18:26 181 ნახვა

შუახევში სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ გაიმართა. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დეკორაციული კუთხეები. ცხრავე ადმინისტრაციული თემის წარმომადგენლებმა ტრადიციული სამზარეულო, ეთნოგრაფიული ნიმუშები და ხელნაკეთი ნაქარგობები წარმოადგინეს. 
მოწყობილი  იყო ფოტო  და სამუზეუმო ექსპონატების კუთხე, რომელმაც შუახევის ისტორია ასახა.   დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები. გაიმართა სპორტული ღონისძიებები, საბავშვო გასართობი აქტივობები, კონცერტი, სადაც ადგილობრივმა ანსამლებმა და ღამის შოუს ბენდმა მიიღო მონაწილეობა.
ონისძიების მიზანი ტრადიციების შენარჩუნება, ფოლკლორის, ტურიზმისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე